ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით მურღულია აღნიშნულ პოსტზე საგნმანათლებლო დაწესებულებაში მართვის ორგანოების არჩევამდე დარჩება.
“ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები და არ იქნება არჩეული მართვის ორგანოები, მანამდე მოვალეობას შეასრულებს თეიმურაზ მურღულია”, – განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი “ქართუ ჯგუფმა” უნდა ააშენოს.
პროექტის პრეზენტაცია, გასულ წელს, წინასარჩევნოდ გაიმართა და მას ხელისუფლების პირველი პირების გარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ამ დროისთვის უცნობია როდის დაიწყება მშენებლობა _ ცნობილია მხოლოდ ის, რომ 60 000 სტუნდეტზე გათვლილმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, რომლის შემებლობაზე 500 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს, სტუდენტთა პირველიო ნაკადი ორ წელიწადში უნდა მიიღოს.