მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.
ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე შემცირდება.
ძველი წესით მოხდება პრეზიდენტის არჩევა 2018 წელს.
ამ ეტაპზე უცნობია როდის გადავა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.