მე-6 000 000 ტურისტის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის ლომების ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა. Windfor’s-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia ფესტივალზე, PR-ის კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა.
“კლიპის გადაღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც საქართველოში მე-6.000.000 ტურისტის შემოსვლას ეძღვნება.
საქართველოში 2016 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა. ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად მოხდა კლიპის გადაღება.
ესაა პირველი ვერცხლის ლომი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში!” _ აღნიშნულია ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.