1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4094 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4094 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7000 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.