რიგგარეშე სესიის ფორმატში ორდღიანი განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” ერთხმად – 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი.
ასევე, ერთხმად, 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ იქნა მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ”.
„მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის”,– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.
კონსტიტუციურ კანონის პროექტებზე მეორე მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 12:00 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.