ორი ბინა, ორი მსუბუქი ავტომობილი, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ნატოსთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის ქონებაა.
ამის შესახებ მაისურაძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, მაისურაძე ფლობს 1998 წელს აშენებულ საცხოვრებელ სახლს თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, რომელიც 400,00 კვ.მ-ია და მისი აშენება 15 000 ლარი დამჯდარა.
ასევე, მის საკუთრებაშია 1998 წელს, 4000,00-დოლარად ნაყიდი 1000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის მეურნეობის ტერიტორიაზე.
ალექსანდრე მაისურაძის 100,00% საკუთრებაშია 2002 წელს, 13000,00-დოლარად ნაყიდი 60,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე და ამავე წელს, ამავე მისამართზე 15000,00-დოლარად ნაყიდი მეორე ბინა, რომელიც 70,00 კვ.მ-ია.
მაისურაძის საკუთრებაშია ასევე ორი მსუბუქი ავტომობილი – 2007 წელს, 44400,00-დოლარად ნაყიდი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ და 2009 წელს, 12400,00-ევროდ შეძენილი „ჰიუნდაი“.
რაც შეეხება მაისურაძის ფინანსურ მდგომარეობას. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახის საერთო შემოსავალი გასულ წელს 75490 ევრო იყო. აქედან, მაისურაძემ საქართველოს ნატო- ში წარმომადგენლობისთვის 71590,00 ევრო, ხოლო მისმა მეუღლემ, თეა კიკნაძემ სტომატოლოგიური კლინიკიდან („ევროპული პოლინიკა“), სადაც ის ექიმის თანაშემწეა, 2016 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 3900,00 ევროს შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ალექსანდრე მაისურაძეს თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე 7000,00 დოლარი; ING-ის სახელფასო ანგარიშზე – 3000,00 ევრო; ამავე ბაკის საკრედიტო ანგარიშზე 1500,00 ევრო; Montepaschi-ის მიმდინარე ანგარიშზე – 465,00 ევრო, ხოლო BANK Montepaschi-ის საკრედიტო ანგარიშზე – 9260,00 ევრო ჰქონდა.
მაისურაძეის სახელზე ორი სესხია, თუმცა მათი ოდენობა დეკლარაციაში მითითებული არ არის. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს აღებული სამომხმარებლო სესხისთვის, რომლის ვადა 2019 წელს იწურება, მან ბანკ „მონტეპასკი“-ს 5532,00 ევრო, ხოლო ING Bank-ს 1500,00 ევრო გადაუხადა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ალექსანდრე მაისურაძეს ბინის ქირისთვის გასული წლის განმავლობაში 27 084 ევრო, ხოლო სწავლისთვის 1500,00 ევრო გადაუხდია.
ცნობისთვის, ალექსანდრე მაისურაძე ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2015 წლის პირველი მაისიდან დაინიშნა.