ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს წევრებს გამგეობის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააცნო.
მისი თქმით, მთავრობის 22 ივნისის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვისთვის 150 123 ლარი გამოეყო, რაც შესაბამისად ბიუჯეტში უნდა აისახოს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისვე მოხსენებით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუბსიდირების მუხლის 11507 ლარით შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს არაფინასური აქტივების მუხლი 11507 ლარით, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის სუბსიდირების მუხლის 3400 ლარით შემცირებით კი, გაიზრდება არაფინანსური აქტივების მუხლი ამავე ოდენობის დაფინანსებით.