კიბო დაავადებაა, რომელსაც ბევრი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ჰქონდეს.
მსოფლიო ონკოლოგიური კვლევის ფონდის თანახმად, ამერიკაში კიბოს შემთხვევების 20% ფიზიკურ უმოქმედობას, ალკოჰოლური სასმელების ჭარბ მოხმარებას და ცუდ კვებას უკავშირდება.
კიბოს გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად კი თამბაქოს მოხმარება, დიეტა, სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით დაბინძურებული გარემო და რადიაცია სახელდება.
MEDDYBEAR-ის ცნობით, ონკოლოგებმა 8 საკვები დაასახელეს, რის მოხმარებასაც კიბოს გამოწვევა შეუძლია.
რაფინირებული შაქარი და ხელოვნური ტკბილეული
როგორც ცნობილია, რაფინირებული შაქარი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რაც კიბოს უჯრედების ზრდას ხელს უწყობს.
ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ოტო ვორბერგმა, 1931 წელს აღმოაჩინა, რომ შააქარი სიმსივნეს აძლიერებს.
კიბოს უჯრედებს გაზრდისთვის მაღალი ფრუქტოზა სჭირდება, რადგან მათი მეტაბოლიზება ადვილია.
ონკოლოგები ადამიანებს რაფინირებული შაქრის და ხელოვნური ტკბილეულის გამოყენების ნაცვლად თაფლის ან ნეკერჩხლის სიროფის გამოყენებას ურჩევენ.
დამუშავებელი ხორცი
ჰავაის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დამუშავებული ხორცის ნაწარმი, როგორიცაა ჰოთ დოგი, სოსისი და ა.შ. პანკრეასის კიბოს რისკს 67%-ით ზრდის. დამუშავებული ხორცი შეიცავს ქიმიკატებისა და კონსერვანტების მაღალ დონეს, მათ შორის ნიტრატებს, რომელბიც გემოს აუმჯობესებენ.
ფერმერული თევზი
ფერმერული თევზი ისეთივე რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ს, როგორც ველური ორაგული, მაგრამ ველურ ორაგულს კვებისთვის უფრო მეტი ღირებულება აქვს.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით თევზის მცირე სივრცეში შესანახად ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს და სხვა კანცეგონერულ ქიმიკატებს იყენებენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
შებოლილი საკვები
ეს პროდუქტები, როგორც წესი კონსერვანტებს შეიცავს, რომლებიც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში დაგროვდეს. საბოლოოდ კი უჯრედულ დონეზე ტოქსინების ზრდა ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორც კიბოა.
ჰიდროგენული ზეთი
ჰიდროგენული ზეთი ისეთ ქიმიკატებს შეიცავს, რომლებიც ზეთის გემოს აუმჯობესებს და სუნს მალავს.
კვლევის მიხედვით, ჰიდროგენული და ნაწილობრივ ჰიდროგენული მცენარეული ზეთების მოხმარების შედეგად ძუძუს კიბოს რისკი ორმაგდება.
ჩიფსები
ჩიფსები ჰიდროგენირებულ ზეთში იწვება, ხოლო შემდეგ მარილდება. კვლევის თანახმად, დღეში 1 უნცია კარტოფილის ჩიფსის ჭამა წელიწადში ,საშუალოდ, 2 გირვანქით მომატებას უდრის.
გარდა ამისა, ჩიფსები ცხიმებს შეიცავს, რომლებიც ადამიანში ქოლესტერინის დონეს ზრდის.
პოპკორნი
პოპკორნი ჯანსაღი საკვებია, მაგრამ პაკეტი, რაშიც მას ყრიან ქიმიურ მჟავებს შეიცავს, რომელიც ძუძუს, თირკმლის, პროსტატის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკებს ზრდის.
რაფინირებული თეთრი ფქვილი
რაფინირებულ თეთრ ფქვილში ყველა კვებითი ღირებულება წაშლილია, მომხმარებლების მისაზიდად კი ქლორის გაზითაა გათეთრებული. გლიკემიური მაჩვენებელი ფქვილში კი მაღალია, რაც ინსულინის დონეს სწევს.