„დემოკრატიის გაღრმავება ნიშნავს თვითმმართველობის გაღრმავებას,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი აზრით, ტრივიალური ჭეშმარიტებაა ის საკითხი, რომ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეეწყოს. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებს საკუთარი ქალაქის მართვაში მეტი მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოს.
„დღეს საუბარია იმის თაობაზე, რომ, თურმე, თვითმმართველობა, ანუ დემოკრატია, ანუ მეტი ჩართულობა ხალხისა, თურმე, ძვირი უჯდება სახელმწიფოს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის რეფორმის კანონპროექტზე მის მიერ ვეტოს დადების თაობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, პრეზიდენტი ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს დაშორებულია.