საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმები ავტოტრანსპორტის მიმოსვლაზე.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 და 66-ე კმ-ზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 (სოფ. ჟონეთი) მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ14 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს საავტომობილო გზების წმენდას. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე უმოკლეს ვადებში მოხდება ავტოტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენა.