საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების საქმის განმხილველი კოლეგია ცნობილია.
როგორც “გურია ნიუსს” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, მსაქართველოს უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, საქმის განმხილველი ახალი შემადგენლობა დაადგინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად ნინო ბაქაქურს გადაეცა, რომელიც საქმეზე მომხსენებელი და თავმჯდომარე მოსამართლეა. ახალი პალატის შემადგენლობაშია კიდევ ორი მოსამართლე: ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, არ დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა მოსამართლეების იმჟამად უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის ორი მოსამართლის – მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან ჩამოშორების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკიდურესი პროტესტით შეხვდა მხარე, რომელმაც მოსამართლეების მიკერძოების და საქმეზე წარსულში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯარო გახადა და აღნიშნა, რომ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე ერთმნიშვნელოვნად არღვევდნენ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს. შესაბამისად, მხარემ წერილობითი ფორმით, დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო გადაწყვეტილების გასწორება, საქმეზე სტანდარტის მართლმსაჯულების შექმნა, მოსამართლეების საქმიდან გასვლა თვითაცილების ინსტიტუტის ამოქმედებით.
2017 წლის 20 ივნისის განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც დასაბუთებული გახდა მხარის სრული უნდობლობითა და სასამართლოს რეპუტაციის მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვის პრინციპიდან. შედეგად, დავის განმხილველი ადმინისტრაციული პალატა დაიშალა და საქმე გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც, კანონის თანახმად, ახალი მოსამართლეთა შემადგენლობა უკვე დაასახელა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მოსამართლე პაატა სილაგაძე მაია ვაჩაძის განმხილველი პალატის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა, თუმცა მას როლანდ ბლადაძის საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მიუხედავად იმისა, რომ პაატა სილაგაძე ხელს აწერს 2017 წლის 1 ივნისის განჩინებას, რომლითაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მოსამართლეს არსებითად არ უმსჯელია საქმის ფაქტობრვ და სამართლებრივ გარემოებებზე, ხოლო საქმიდან მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის თვითაცილების გადაწყვეტილებებმა, დაადასტურეს, რომ როლანდ ბლადაძის შუმდგომლობას იურიდიული საფუძვლები გააჩნდა“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეების თაობაზე გამოქვეყნებული პროფესიული ბიოგრაფიების ანალიზის საფუძველზე, ნინო ბაქაქური სამართლის ცნობილი სპეციალისტია, რომლის პროფესიული რეპუტაცია განპირობებულია სხვადასხვა საქმეში მიღებული პრინციპული გადაწყვეტილებებით (მათ შორის ორგანიზაციის სხვა დავებზე მიღებული გადაწყვეტილებებით) და მიღებული დასავლური განათლება შესაძლებლობას იძლევა როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიმართ, საზოგადოებამ მიიღო მაღალი ხარისხის დასაბუთება. მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმიანობის პერიოდში, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული აქვს პრინციპული გადაწყვეტილებები. ბესარიონ ალავიძის მიუკერძოებლობის წინასწარი აზრი შესაძლებლობას იძლევა სრულფასოვნად იქნეს განხილული როლანდ ბლადაძის საქმეში ყველა სამართლებრივი პრეტენზია. რაც შეეხება მოსამართლე პაატა სილაგაძეს, პროფესიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვინაიდან როლანდ ბლადაძეს ქონება სისხლის სამართლებრივი დევნის პირობებში ჩამოართვეს, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება – პროკურატურის დადგენილება როლანდ ბლადაძის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ქონების ჩამორთმევის უკანონობის თაობაზე, პაატა სილაგაძის საქმის განხმილველი პალატის შემადგენლობაში არსებობა აღნიშნული ეპიზოდის შეფასებებისთვის, როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტის დასკვნები, საერთო გადაწყვეტილებისთვის, უმნიშვნელოვანესი იქნება“, _ აღნიშნულია ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი ახალი მოსამართლეები, პასუხისმგებლები არიან არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ, არამედ მართლმსაჯულების ღირსების აღდგენისა და მთლიანი საზოგადოების წინაშე.
„უზენაესი სასამართლოს შემდგომმა გადაწყვეტილებებმა, საზოგადოებაში რწმენას უნდა გააჩინოს, რომ საქმეზე მიუკერძოებელი მართლმსჯაულება განხორციელდა, არ დაიჩაგრა დაზარალებული, აღდგა ისტორიული სამართლიანობა და საქმეზე პრინციპული გადაწყვეტილებებით, ქონებრივ უფლებებში დაბრუნდა როლანდ ბლადაძე, სახელმწიფო კი შეასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას და ალტერნატიულ ფართს გადასცემს გიორგი პაპუაშვილს. სამწუხაროდ, საქმეზე ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ შეძლეს, რაც არ პასუხობს არც მართმსაჯულების სადღეისო ინტერესებსა და არც ადამიანის უფლებების ინსტიტუციური დაცვის მექანიზმებს.
ჩვენ არ ველოდებით ვინმეს დამარცხებას, ჩვენ ველოდებით პროცესის მონაწილე ყველა მხარის გამარჯვებას, ვინაიდან სასამართლომ უნდა აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, დაეყრდნოს მტკიცებულებებს და წართმეული სახლი დაუბუნოს მის ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ყოფილ მოსამართლეს გადასცეს ალტერნატიული ფართი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სახელმწიფოს სურვილის მიუხედავად, ჩანს ასეთი შედეგი ვერ მიიღწევა“ , _ აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა 2017 წლის 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში 2017 წლის 1 ივნისს მიიღო. საქმის განმხილველმა ახალმა პალატამ, კანონის თანახმად, 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, საქმის დასაშვებად მიღებისა და არსებითად განხილვის თაობაზე. მხარეს გააჩნია მოლოდინი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს და პრეცედენტულ დავაზე მსჯელობას არ ექნება ფორმალური ხასიათი. საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადა სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.
ამავე თემაზე:
„პაპუაშვილის საქმეზე“ მოსამართლეებმა თვითაცილება გამოაცხადეს
გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება
გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების პირველი ექსკლუზიური კადრები
რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა
ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში
“ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”
სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ
რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ
მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -“ახალგაზრდა ადვოკატები”
რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით
“ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის”
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –”ახალგაზრდა ადვოკატები” ომბუდსმენს მიმართვენ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
“ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს”