სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგარი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში, სეტყვასაც არ გამორიცხავენ.
დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24-25 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა ნავარაუდევი.
14-15 ივლისს, ჰაერის ტემპერატურა 23-26 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს. თბილისში 12, 13 და 14 ივლისს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.