დეკანოზის საქმის სასამართლო პროცესი 11 ივლისს განახლდება. სხდომაზე ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას დაკითხავენ. ამის შესახებ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“11 ივლისს, სამშაბათს, სასამართლოს მივცემ ჩვენებას ე.წ. ციანიდის საქმეზე 11:30 საათზე.
მოგვიანებით კი ჩემს პოზიციას გამოვხატავ ამ თემაზე, რადგან ჩემი მოსაზრებები გულისხმობს პატრიარქის ლიკვიდაციის თემას, ხოლო სასამართლო მიმდინარეობს დეკანოზის მხრიდან შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მკვლელობის თემას. ეს კი მოცემული მომენტისთვის ერთმანეთისთვის დამოუკიდებლად განიხილება”, _ წერს არჩილ გამზარდია.