რამდენიმე დღის წინ, ასპინძის სარაგბო ბაზაზე ჩატარდა საქართველოს 7-ქალა გოგონათა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა ოზურგეთის გოგონათა გუნდმაც მიიღო, 12 გოგონას შემადგენლობით.
კლუბის დირექტორის თენგიზ კალანდაძის თქმით, ტურნირის მიზანი იყო 1999-2000 წელს დაბადებულ გოგონათა სანაკრებო გუნდის ჩამოყალიბება:
“აღსანიშნავია, რომ ოზურგეთელმა მორაგბე გოგონებმა მწვრთნელ გოჩა კალანდაძის ხელმძღვანელობით, 4 თამაში ჩაატარეს და ოთხივე გამარჯვებით დაასრულეს. ასევე ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ აღნიშნა ჩვენი გოგონების წინსვლა და ერთ-ერთი რაგბისტი _ანა კაპანაძე მიიწვია სექტემბერში ამ ასაკის სანაკრებო შერჩევაზე“.