„პრაის უოთერ ჰაუსმა” აღადგინა თავისი ცნობილი პროექტი და წინასწარ განჭვრეტს მოვლენებს.
უახლოესი წლების განმავლობაში განვითარებადი ქვეყნები მსოფლიოს ზრდის მაჩვენებელს 60 პროცენტით უზრუნველყოფენ, ხოლო 2050 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 35 პროცენტით გადააჭარბებს ამერიკისას.
2032 წელს ჩინეთი ამერიკას ლიდერობას წაართმევს. მესამე ადგილს ინდოეთი დაიკავებს, ხოლო მეოთხეს _ ბრაზილია.
რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, ისინი ათეულში ბოლო ადგილებზე იქნებიან. რუსეთი 2050 წელს მეექვსე ადგილზე გავა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას გაასწრებს განვითარებით: დიდ ბრიტანეთს 2029 წელს გაუსწრებს, ხოლო გერმანიას – 2042 წელს.