ვაჟა-ფშაველას დაბადების დღესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს არანაირი ღონისძიება არ დაუგეგმავს. ამის შესახებ “გურია ნიუსს”, სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
უწყებაში განმარტეს, რომ “მთის არწივად” წოდებული პოეტის იუბილე გასულ წელს აღნიშნეს:
_ შარშან საიბულეო _ 155 წელი იყო და ავღნიშნეთ. სამი წიგნი გამოვეცით და კიდევ სხვა ღონისძიებები ჩავატარეთ. წელს ატქივობები არ დაგვიგეგმავს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა.
_ ბატონო ლევან, წელს აღარ არის სიანტერესო ვაჟა-ფშაველა?
_ კითხვის ასე ფორმულირებას ვერ დავეთანხმები. ვაჟა საინტერესო ყოველთვისაა _ 150 და 300 წლის შემდეგაც. უბრლაოდ, წელს აქტივობები არ გვაქვს.
_ ნოდარ დუმბაძის იუბილეს აღნიშნავთ?
_ ქეთი დუმბაძეს დაუკავშირდით ამასთან დაკავშირებით. ჩვენი პროექტის _ ცოცხალი წიგნების წარმომადგენლები დღეს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეზე სიმბოლურად იმყოფებიან გურიაში.
_ და ვაჟას დაბადების დღეს სიმბოლურად არ დაემთხვა ღონისძიება?
_ მე გითხარით რაც იყო, _ გვითხრა ჟორჟოლიანმა.