თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს შენობის ტერიტორიაზე ღობეზე გადახტომის შედეგად შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია,საკონსულომ მომხდარის შესახებ საგანგებო წერილი გამოაქვეყნა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს საკონსულოში მისვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთის ხელისუფლებამ და საკონსულოს უსაფრთხოების თანამშრომლებმა პოტენციურ უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირება მოახდინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს იარაღი არ აღმოაჩნდა.
სავარაუდოდ მან იარაღი დაკარგა.