ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა სტუმრებს გასულ ექვს თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც ისაბურა, როგორც საპარლამენტო, ასევე, მისი ინიციატივით გამართულ საჯარო ღონისძიებებსა თუ სხავადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის მოწყობილი აქტივობების შესახებ. ასევე, იმ სამომავლო გეგმებზეც გააკეთა აქცენტი, რომელთა გახორციელებასაც გეგმავს.