ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თურმე ტანსაცმლის ფერიც დიდ როლს თამაშობს მადის გაძლიერებაში, ვიდრე ფიზიოლოგიური მაჩვენებელი.
მათ, ვისაც ცივი ტონალობის – ლურჯი, იისფერი, ჟოლოსფერი, ნაცრისფერი, შავი და თეთრი ტანსაცმელი აცვიათ, ზომიერი მადა აქვთ, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს უარი თქვან ჭამაზე. ნარინჯისფერი, სპილოსძვლისფერი და კაკაოსფერი აძლიერებენ ლტოლვას ტკბილისადმი, ასტიმულირებენ მადას, ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას, აუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას.
ლურჯის, ცისფრის, მწვანის და ტალღისფერის მოყვარულები ჭამენ ბევრად ნაკლებს.
ეს კანონზომიერება ვრცელდება არა მარტო ტანსაცმელზე, არამედ ჭურჭლის ფერზეც. ნარინჯისფერარშიიანი თეთრი თეფში ქალების “მთავარი მტერია”, სამაგიეროდ, კარგი დიეტოლოგია იისფერ ან ლურჯორნამენტებიანი ცისფერი თეფში.