„ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება“, _ ასე ეხმაურება „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს თათია დოლიძე:
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, _ დაწერა ცოტა ხნის წინ თათია დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარაზე გამოძიება არ დაწყებულა. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველები რეაგირებას მოახდენენ, თუ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება შევა.