დღეს დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაიკითხებიან კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი და გამომძიებლები. მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა.
წინა სხდომაზე დაზარალებული შორენა თეთრუაშვილი დაკითხეს.
სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა; ბოდბელმა ეპისკოპოსმა,მეუფე იაკობმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორემ.
სასამართლო სხდომები დახურულია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.