ქალაქ თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან არის. სოფელ ოზურგეთში “გურია ნიუსთან“ განაცხადეს, რომ 19 წლის ახალგაზრდა დიდი ხანია არ ცხოვრობს ოზურგეთში.
“ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგო იყო. მამასთან ჩამოდიოდა ხშირად. ნამდვილად არ ვიცით, რა მოხდა. გავიგეთ ის, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ბიძაშვილი არის, სხვა არაფერი ვიცით”.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.