ამბასადორიალზე“ პარლამენტის თავმჯომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პრეზიდენტის მრჩევლის გამოხმაურებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვს და მსგავს კომენტარებს მიუღებლად თვლის.
საუბარია თენგიზ ფხალაძის განცხადებაზე, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის პარტიული მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა იცნობდნენ საჯარო ეთიკას, უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი მხრიდან ასეთ განცხადებები, რომელიც შეურაცხყოფს ინსტიტუციას, ეს ნიშნავს არა პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას საკუთარი ინსტიტუტის, რომელსაც წარმოადგენენ. ბევრი ბოდიშის მოხდის ვალდებულება დაუგროვდა ადმინისტრაციას და დროა ამაზე იფიქრონ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას არაფორმალური მმართველობის მახინჯ ფორმას უკავშირებენ ოპოზიციაში.
შეგახსენებეთ, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის პარტიული დავალებების მიცემა.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ არ ეძლევათ პარტიული დავალებები. უაღრესად სამწუხარო და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს. ეს არის ის სამართლიანი პრეტენზია, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც დასრულდა 2012 წელს. დიპლომატიური კორპუსისთვის მსგავსი სახის დავალებების მიცემა, სრულიად მიუღებელია,“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
rusatvi2.ge