მომღერალი ხე, რომელიც ქარის ენერგიით იკვებება და გამოსცემს სხვადასხვა ჟღერადობის ხმებს, მდებარეობს ინგლისში “Pennine”-ს ველზე.
მშენებლობა დასრულდა 2006 წელს, დიზაინის არქიტექტორები არიან მაიკ თონკინი და ანა ლიუ თონკინი.
ხე არის 3 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია, რომელიც ფოლადის მილებისგან შედგება და ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი გამოსცემს საგუნდო ხმებს, რომელიც რამდენიმე მუსიკალურ ოქტავას მოიცავს.
2007 წელს ქანდაკებამ მოიგო ეროვნული პრემია “Royal Institute of Btitish architects” როგორც საუკეთესო არქიტექტურა.