მეორე მსოფილიო ომის მონაწილეს, 92 წლის შოთა სომხიშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ავთანდილ ცილიკაშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დებუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს დახმარებით საჩუქრად ეტლი გადასცა.
ომის ვეტერანი თემქის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განაგრძობს ბენეფიციარებისათვის ეტლების გადაცემას. ეტლების გადაცემა მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” შორის გაფორმდა.
აქცია კვლავაც გაგრძელდება და ეტლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებენ.
(R)