ქალაქ ოზურგეთში მომხდარ მკველობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ეხმაურება. მისი თქმით, ის, რაც ხდება საქართველოში, არის საგანგაშო.
“პირდაპირ ვამბობ, რომ ვბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში და სწორედ ეს არის საგანგაშო. დღისით, მზისით მანქანაში ცხრილავენ ორ ახალგაზრდა მამაკაცს და კაცმა არ იცის, კიდევ გამოძიებული იქნება თუ არა ეს ფაქტი“, _ ამბობს დავით მჟავანაძე.
დავით მჟავანაძის თქმით, რომ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი ბიზნესით არის დაკავებული.
“ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საშაურმის უკან კახა მურადაშვილის დგას, არადა ეს კაცი იმიტომ გამოუშვეს გურიაში კრიმინალური ფონი გაუმჯობესებულიყო“, _ თქვა მჟავანაძემ.
დავით მჟავანაძის განცხადებას სიცრუე უწოდეს შსს-ში.
“აბსოლუტურად სიცრუეა ეს ინფორმაცია, რაც “ნაცმოძრაობის“ წევრი ავრცელებს“, _ აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.