https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქართველები, ესენი გიჟები არიან…“

7:07; 22.07.2017
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს სახალისო მოგონებების მორიგი „გამოშვება“ უნდა წარმოგიდგინოთ. ტრადიციას დავარღვევ და სიტყვას „არაცნობილ“ თანამემამულეებს გადავცემ. სიტყვა „არაცნობილი“ ვახსენე და ალბათ, დადგა დრო, რომ ჩვენი ვებგვერდის  „მოგონებებში“ ხმა „ჩვეულებრივ ქართველებსაც“ მივცე, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც მასმედიისა თუ ტელევიზიების ყურადღებით განებივრებულები არ არიან, მოსაგონარი კი თავიანთ „ცნობილ“ თანამოძმეებზე მეტი აქვთ.

ჩვენი დღევანდელი ისტორიების პირველი მთხრობელი ბატონი ვანო გახლავთ. (გარკვეული მიზეზის გამო, მის ნამდვილ სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ).

„როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში იტალია ოდითგანვე ცნობილია მაფიოზური კლანების სიმრავლით. ქართველები ჯერ არა, მაგრამ ნელ-ნელა ვიკრებთ “ძალას” ამ მიმართულებით. ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილია და ერთმა ჩემმა ნაცნობმა იტალიელმა მიამბო, რომელიც დიდ მაფიოზურ კლანთან დაახლოებული პირია. მოკლედ, შარშან მათ ოჯახს ერთ-ერთი ქართული დაჯგუფების წარმომადგენელი მიადგა და ნარკოტიკების დიდი პარტია მოითხოვა.

როგორც ხდება ხოლმე, მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე დღე გაიწელა, როცა საქმე ფასზე მიდგა, სიტუაცია გართულდა, რადგან ქართველების მიერ შეთავაზებული ფასი მეორე მხარეს არ მოეწონა.

ჩვენიანები კი გაჯიუტდნენ, მეტის გადახდას არ აპირებდნენ და მუქარაც გამოურიეს ხმაში. იტალიელებმა კი – ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ბოსს უნდა ვკითხოთო. ბოსმა მოუსმინა თავისიანებს, სადაურები არიანო, იკითხა, ქართველები – იყო პასუხი. ფეხზე წამოხტა ბოსი, სასწრაფოდ მიეცით, რასაც ითხოვენ, ეგენი გიჟები არიან, თავის დროზე რუსებს დაუწყეს ომი და ჩვენ რას გვიზამენ“.

ჩვენში გოგოს მოტაცება ჩვეულებრივი ამბავია, ერთი შეხედვით – ტრადიციულიც კი,  მაგრამ ფაქტია, რომ ნაძალადევ “ბედნიერებას” გამართლება არ აქვს.

ამ უცნაური მოტაცების ამბავი იმდენად სახალისო მოსასმენი გამოდგა, თვითონ მოტაცებულს რომ არ ეამბნა, ვიფიქრებდი, კომედიურ სპექტაკლს ვუყურებ-მეთქი… მაშ ასე, თქვენს წინაშეა ქალბატონი ნინოს (იგივე „მოტაცებულის“) სახალისო “ქართული ისტორია“.

„სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად დავიწყე მომზადება. ბიოლოგიაში ჩემთან ერთად ერთი ბიჭი ემზადებოდა. ერთ დღეს ზურა სიყვარულში გამომიტყდა. ტუჩი ავიბზუე – ჯერ ერთი, არ მომწონდა, მეორეც, გამოცდები ცხვირწინ მქონდა და რა მესიყვარულებოდა? ასეც მოვახსენე. ზურამ იწყინა და ეტყობა, გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ცოლად მოვეყვანე. ერთხელ, ქიმიის მასწავლებლისგან  წამოსულს წინ  ზურა ამესვეტა და თავისი ძმაკაცი გამაცნო, – ეს შაკოაო. თავი ცივად დავუკარი და გზა გავაგრძელე, მაგრამ სად იყო და სად არა, უცებ კიდევ ორი გაჩნდა. აქეთ-იქით ამომიდგნენ და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, მანქანაში ბურთივით მისროლეს. შაკო საჭეს მიუჯდა, გვერდით ზურა მომისკუპდა, იმ ორმა კარი მოგვიჯახუნა, ხელი დაგვიქნია და მანქანაც გავარდა. კინაღამ გავგიჟდი. იმ სულელმა ზურამ, თავისი მოკლე ჭკუით, რომანტიკული კაცი ვარო და სავარძელზე წითელი ვარდები “დამიფინა”, დაფურცლული კი არა, ტოტებიანი. ისედაც არ მომდიოდა ზურა თვალში და ეკლები რომ შემერჭო, მთლად გადავირიე.

ზურას თავში ხელები დავუშინე, ის ოსტატურად მიგერიებდა. მერე მძღოლს ჩავაფრინდი თმაში. შაკომ გამწარებულმა იყვირა: – ბიჭო, ხელი გააშვებინე, თორემ მანქანას ვერ ვმართავო. ზურა ჩემს შეჩერებას შეეცადა, მაგრამ გამწარებული ისევ მას მივდექი: შე საცოდავო, მოტაცება როგორ გამიბედე-მეთქი. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ დაკაწრულ-დაგლეჯილი ფეხებიდან სისხლი მომდიოდა. ამან უფრო გამაცოფა. ფეხსაცმელი გავიხადე და ისეთი ძალით ვთხლიშე ჩემს “მომავალ” ქმარს, დარეტიანდა და გონდაკარგული სავარძელზე მიესვენა.

უკვე თბილისს ვიყავით გაშორებული, თუ რამეს არ ვიღონებდი, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა. ისევ მძღოლს ჩავაფრინდი თმაში – მკლავს თუ მომაჭრიდნენ, თორემ ხელის გაშვებას არ ვაპირებდი.

– ქაჯის მოტაცება თუ გინდოდა, თავიდანვე უნდა გეთქვაო, – დაიღრიალა შაკომ, მანქანა დაამუხრუჭა და გიჟივით გამოვარდა იქიდან. კარი ლამის გამოჰგლიჯა, დამტაცა ხელი და გარეთ გადმომათრია… ზურა ისე იყო გაბრუებული, თავისი გასჭირვებოდა და სადღა ეცალა ჩემთვის!

შაკომ კიდევ ერთხელ შემაგინა კაი მამაპაპურად და ბღუილით დაძრა მანქანა. თვალი მოვკარი, რომ ერთსაც და მეორესაც თავზე ეკიდათ ხელი. რამდენიმე ნაბიჯი გავიარე. მივხვდი, ცალ ფეხზე ფეხსაცმელი აღარ მეცვა და კოჭლობით მივუყვებოდი გზას.

დედამ და ბებიამ თმაგაწეწილი და ფეხებდაკაწრული რომ დამინახეს, ლამის გადაირივნენ. მამა რუსეთში იყო და კიდევ კარგი, არ შესწრებია ამ ამბავს. მოკლედ, ჩემებმა გადაწყვიტეს გამტაცებელი დაესაჯათ. ძლივს დავარწმუნე, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინიც გვარიანად დაზარალებულები იყვნენ. სამი დღის შემდეგ, ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასამართლოდან გამოძახების ფურცელი მოგვივიდა. თურმე, ზურას დედა მიჩიოდა, – ჩემს შვილს თავი გაუტეხაო!

საჩივარში მოძალადე და დამნაშავე გახლდით, რომელიც  ახალგაზრდებს ფიზიკურად გავუსწორდი. სასამართლოზე ზურა თავშეხვეული გამოცხადდა, დედამისს კი ნათესავები ძლივს აწყნარებდნენ.

– გოგოა თუ მხეცი? ასე როგორ გაიმეტა

შეყვარებული ბიჭიო, – ენას არ აჩერებდა აღშფოთებული ქალი.

მართლმსაჯულებმა ძალიან იხალისეს ამ ამბით, მე კი გაფრთხილების ხელწერილი დამაწერინეს, რომ დაზარალებულ ზურა თ.-ს ახლოს აღარ გავეკარებოდი(?!).

გავიდა დრო. სამედიცინო ინსტიტუტს ვამთავრებდი. ჩემს კურსელ გოგონას პათანატომიის წიგნი ვათხოვე. დათქმულ დროს არ მომიტანა. შინ გავყევი წიგნის წამოსაღებად. ლია გახარებული იყო, – სხვანაირად ვერ მოგიტყუე ჩემთან, სულ არ გცალია, ახლა კი ცოტა ხანს დარჩები, ყავას დავლევთ, ჩემს ქმარსაც გაგაცნობ და მერე ის გაგაცილებსო. იმ პერიოდში კაშპიროვსკის ფსიქოტელესეანსები მიმდინარეობდა საქართველოში. ალბათ, გახსოვთ, რა აყალმაყალი მოჰყვა ამას. ლიასთან რომ მივედი, სწორედ კაშპიროვსკის სეანსი მიდიოდა ეთერში. ჩემმა კურსელმა მითხრა: მალე დამთავრდება სეანსი და ჩემს მეუღლეს გაგაცნობ, მანამდე ყავას მოვადუღებო.

ბუნებრივია, დავინტერესდი, რა აწუხებდა მის ქმარს. ლიამ – რამდენიმე წლის წინ, ჩემი ქმარი თავის მეგობარს ერთი გოგოს მოტაცებაში ეხმარებოდა. ის გოგო გიჟი აღმოჩნდა, შემოიხია ტანზე ყველაფერი, საქმროს თავი გაუტეხა, შაკოს კი თმები დააგლიჯაო. რით აღარ იწამლა და იმკურნალა, მაგრამ ის ადგილი მაინც მოშიშვლებული დარჩა. ახლა კაშპიროვსკის იმედი აქვს, როგორც კი სეანსი დაიწყება, ჯდება ტელევიზორთან და მარჯვენა მხარეს მიუშვერსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ყავა აღარც გამხსენებია, წიგნს ხელი დავტაცე, ლიას ბოდიში მოვუხადე, – მეჩქარება-მეთქი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი“.

ნება მომეცით კიდევ ერთი ქართული „სიყვარულის“ ამბავი მოგიყვეთ. მას ქალბატონი მარეხი გვამცნობს. რასაკვირველია მარეხმა საკუთარი გვარის დასახელებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

„გიგლას სწავლაზე არასოდეს მოუკლავს თავი, სამაგიეროდ შრომა არ ეზარებოდა. მშობლებიც გამრჯე ჰყავდა და სახლ-კარი ისე მოვლილ-დაკრიალებული ჰქონდათ, თუ საპატიო სტუმარი ეწვეოდა სოფელს, უსათუოდ მათთან უნდა მიეყვანათ.

გიგლა 23 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ მისი ბავშვობის დროინდელი მეგობარი თაია ძალიან უყვარდა. კარგა ხანს ეგონა, თანშეზრდილი რომ იყო, იმიტომ ენატრებოდა და სასწავლებლად წასულს ერთი-ორჯერ ჩააკითხა კიდეც დედაქალაქში:

– ხო არავინ გაწუხებს, გო? – ჰკითხა თაიას.

– ვინ უნდა შემაწუხოს? ვსწავლობ და ვარ, – ცოტა არ იყოს, დაბნეულად უპასუხა – არ ელოდა მის უეცარ სტუმრობას.

– ხო დაბრუნდები?

– მა რას ვიზამ! – დაჰპირდა გოგოც.

და აი, თაიაც დაბრუნდა. ბიჭმა კინოში დაპატიჟა და იმ საღამოსვე ყველაფერი გაირკვა – თურმე ჰყვარებიათ ერთმანეთი, ოღონდ აქამდე სახელს ვერ არქმევდნენ და ჩვეულებრივი მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა ეგონათ.

უცებ გავარდა ხმა – გიგლა და თაია ჯვარს იწერენო, მაგრამ ბიჭს რომ თავი ქუდში ეგონა და ქორწილისთვის ემზადებოდა, თაიას მამამ, გოგიამ, ცივი უარი თქვა: – ჩემს ნასწავლ გოგოს უსწავლელსა და უდიპლომო ბიჭს არ გავაყოლებო. მთელი სოფელი ხელებს იფშვნეტდა, გიგლაანთ პურისჭამისთვის ემზადებოდა, გოგიამ კი ყველას ცივი წყალი არ გადაასხა?!

– ნეტავ, რას იზამენ შეყვარებულები? – ჩურჩულებდა სოფელი.

– რას იზამენ და გაიპარებიან. არა, ბიჯო, უხათრებს ახლა და გოგიასი შაეშინდება გიგლას, ეგღა აკლია, – ვარაუდობდნენ ბიჭები. გოგიამ კი, – ვისი აჯობებს, ამასაც ვნახავთ, ჩემი შვილი მე დამემორჩილება, ეგ უბირი კი მაშინ გახდება ჩემი სიძე, როცა ვირი ხეზე ავაო…

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და სიტუაცია დაიძაბა. აქეთ გიგლას მშობლები განაწყენდნენ, – ნეტაი, რა აქვს ჩვენს ბიჭს დასაწუნი, მიედაროს ნებისმიერი ნასწავლი ამისთანა ოჯახის მუჭუჭსა და მარიფათიანსო, იქით კიდევ გოგოს დედ-მამა: – თბილისში იმიტომ ვასწავლეთ, რომა ისევ სოფლელს გაჰყვეს და აქ დაიდოს ბინაო? ავდგებით, ფულს დავხარჯავთ და ახლა საზღვარგარეთ გავუშვებთ ჩვენს თაიასაო…

თაია ცრემლებს მუჭით იწმენდდა, – რად მინდა სწავლა და უცხოეთი, თუ გიგლას დამაშორეთო. ასეა თუ ისე, თაიას შინაპატიმრობა იქამდე მიესაჯა, სანამ “თვალდაბნელებული” და “ყურდახშული” გონს არ მოვიდოდა. ამასობაში კი გიგლა სტრატეგიულ გეგმას სახავდა: ავდგები და მოვიტაცებ, მერე მიყუროს გოგიამ, ვირი ხეზე როგო ავაო…

ერთ მშვენიერ და ნათელ დილას, როცა გოგიას ეგონა, გაკერპებული ნასწავლი შვილი დაიმორჩილა და ჭკუაზე მოიყვანა, ეზოში გასულს ზემოდან ვირის ყროყინი მოესმა. აიხედა. საეჭვო ვერაფერი დაინახა. უნებურად ულვაშებში ჩაეცინა, – კახელ კაცს დღე და ღამე ვირი ელანდებაო. ერთი გემრიელად გაიზმორა და კვლავ ყროყინი შემოესმა, ახლა უკვე აშკარად მიჰყვა ხმას და კაკლის ხეს მიადგა. გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ყროყინი აშკარად ესმოდა, ვირი კი არ ჩანდა.

უნებურად გულში გაივლო, – სოფლის ბიჭები ხო არ მამასახარავებენო. ზემოდან რომ დაიყროყინა რაღაცამ, აიხედა და რას ხედავს, კაკლის სქელ გადაჭრილ ვარჯზე ვიღაცას ჩოკინა საგულდაგულოდ “დაუმაგრებია” გადახვეულ-დაბმული. ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს, მერე კი, როცა ცოლის შეცხადება გაიგონა – უი, თავი მომიკვდეს, თაია გაპარულა გიგლასთანო, ყველაფერს ნათელი მოეფინა…

გიგლა მისი სიძე გახდა და ვირიც, მართალია, სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც ხომ ავიდა ხეზე!

ძლივს ჩამოხსნა ოთხმა კაცმა ხიდან ვირი, რომელსაც კისერზე ბარათი ჰქონდა ჩამოკიდული: “გოგია ძიავ, ახლა კი უკვე ჩემო სიმამრო, სამ დღეში დავბრუნდებით მე და თაია და ქორწილისთვის მაემზადე!”

რაღა უნდა ექნა გოგიას? “მაემზადა” და სამი დღის მერე დიდი ქორწილიც გადაუხადა ნასწავლ გოგოსა და უდიპლომო სიძეს“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

„მუხრან, ქურდების თავკაცს არ იცნობ“?

ვეტერანთა და ვეტერანების ოჯახის წევრთა დიაგნოსტირებისა და გამოკვლევები (R)

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო