მამა სერაფიმე საქართველოს დროებით, მისივე თქმით პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტოვებს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
”ჯერ იყო და სვეტიცხოველში გალობის გამო იუდა მეძახეს, მერე იყო ლუჟოვის ვიზიტი და თურმე უნდა გამეგდო. ლექსი, რომელიც დაწერა გია გაჩეჩილაძემ, რომელსაც უწმინდესმა აღსარება დაარქვა, თურმე ანათემაზე ვარ ამის გამო გადასაცემი. არ არსებობს ადამიანმა დაწეროს ასეთი ლექსი და არ შეიგრძნოს იგი. არ არსებობს იგალობოს ადამიანმა და ამ გალობის დროს ნამდვილად არ ვავედრებდე თავს უფალს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ეკლესია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც მოვტყდი”, – აღნიშნავს ვიდეო მიმართვაში მამა სერაფიმე.