გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, კუკური ჯამატაშვილს გადაჭრილი თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაზარალებულს მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელს თავდამსხმელი საკუთარი სახლის ეზოსთან გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი სადაო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.
ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.
rustavi2.ge