ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტები იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკს თავს დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BLOOMBERG ავრცელებს.
სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური წარმომადგენლის, ბელო დანბატას თქმით, თავდასხმა კვირას, გვიან ღამე მოხდა, მაიდუგურში, რის შედეგადაც,15 ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, ნიგერიაში დაარსებული ექსრემისტული ჯგუფი „ბოკო ჰარამი“ თავდასხმების განსახორციელებლად ქალებს უფრო და უფრო მეტად იყენებს.
დენბატას თქმით, ერთი აფეთქება დელორის ბანაკში, ხოლო ორი – ბანაკის პერიმეტრზე მოხდა.
გავრცელებული ცნობით, „ბოკო ჰარამმა“ 8 წლის განმავლობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.