თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი” 5 თვის შედეგებს აჯამებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.
პროგრამაში მონაწილე სტარტაპები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ, მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და სხვა.
სტარტაპსესხის გარდა, პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა საბანკო პროდუქტების პაკეტი, სტარტაპ-ენერჯი ბარათი („სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა” და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათი, რომელიც საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს) და სტარტაპლიზინგი. დამწყებ ბიზნესებს ამ პროდუქტებზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.
5 თვის განმავლობაში „სტარტაპერის” საბანკო პროდუქტების პაკეტით უკვე 6 000-მდე სტარტაპკომპანიამ ისარგებლა. სტარტაპ-ენერჯი ბარათით კი 200-მდე სტარტაპერმა.
დიდ ინტერესს იწვევს სტარტაპერების მხირდან პროგრამის არაფინანსური აქტივობებიც. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სპეციალურად სტარტაპერებისთვის დანერგილი ტრენინგებისა და მასტერკლასების კურსს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, უკვე 300-მდე სტარტაპერი დაესწრო, რაც მათ ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარათ.
პროგრამის კიდევ ერთი არაფინანსური ნაწილი სტარატაპერების მედიამხარდაჭერა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორმა ვებგვერდებმა: Ambebi.ge, Bpn.ge, Marketer.ge, News.ge და გადაცემა „საქმიანი დილის” რუბრიკა „სტარტაპერმა “4 თვის განმავლობაში უკვე 170 სტარტაპკომპანია და მათ დამფუძნებლები გააცნეს საზოგადოებას და მათზე სტატიები, ინტერვიუები და რეპორტაჟები მოამზადეს.
პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის სიახლეები მუდმივად ინერგება და უახლოეს მომავალში არაერთი ინიციატივისა და პროექტის განხორციელება იგეგმება.
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის” შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის” ვებგვერდზე – www.startuperi.ge