ქობულეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. ჰეპატიტზე ანალიზის ჩაბარება მსურველებს 16:00 საათამდე ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ. ტესტირებისას გამოვლენილი დადებითი შედეგის მქონე პირები ავტომატურად გახდებიან C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები. სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკასა და მათ უფასო მკურნალობას მოიცავს.
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება. ჰეპატიტის პრევენციის კვირეული აჭარაში 28 ივლისამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში 27 ივლისს აქციები ხუცუბანსა და ალამბარში გაიმართება.
კვირეული აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით იმართება. მისი მიზანია ვირუსული ჰეპატიტებისა და მათგან გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, დაავადბის ადრეულ სტადიაში გამოვლენა და მკურნალობა. (R)