მიანმარის ბუდისტური ტაძარი პაგოდა ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა წყალმა დაანგრია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პაგოდა 2009 წელს იყო აშენებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 90 000-ზე მეტი ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილებშია გადაყვანილი.