ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა, 19% _ დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, 18% _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს, 5 % _ “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ელენე ხოშტარიას, ხოლო 3 %- “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი- 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.