უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადატურა და მიზეზიც განმარტა. თუმცა, განკარგულება, რომელიც პეტრო პოროშენკომ გამოსცა ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განკარგულება „პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს“.
რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოერთვა.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო“, – აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამავე თემაზე:
„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია უკრაინას ევროსასამართლოში უჩივლოს“
რას წერს ABC NEWS მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე
Show must go on _ მედვედევი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე
“ეს კომენტატორიღა მაკლდა” _ სააკაშვილი მედვედევის განცხადებას ეხმაურება
“მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ… ბრძოლას გავაგრძელებ” _ სააკაშვილი
სააკაშვილი: დღეს შენ, პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკო, წითელი ხაზი გადაკვეთე
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს
“მას არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა, რაც დაუშვებელია საერთაშორისო წესებით”
სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და უკრაინაში შესვლაც აუკრძალეს _ დავით საყვარელიძე