საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტისმაიკ პენსის ვიზიტი, საგარეო ურთიერთობები და რუსული აგრესია იყო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მაიკ პენსის ვიზიტი ნათლად აჩვენებს ამერიკის ინტერესსდა მხარდაჭერას ქართველი ერისა და სახელმწიფოსადმი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერიდეკლარაციები, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ასევე მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ განვითარებას.
“ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათამნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი დასაკვანძო მოვლენაარომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, ასევე ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგანან არამხოლოდ საერთაშორისო მისიებში, არამედ ქართულ მიწაზეც.
წვრთნები, აღჭურვა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება აშშ-ის დღის წესრიგის ძალიანმნიშვნელოვანი და ინტენსიური ნაწილია.
ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის თანამშრომლობა და ერთიანობა,რომელიც საქართველო-ამერიკას შორისაა.
რა თქმა უნდა, ეს საქართველოს შემდგომი განვითარების, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილიადა მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირის, ნატოსა და ინტეგრაციის პროცესებისმიმართულებით გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნება კიდევ უფროამბიციური გეგმებით, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში გააცხადებს“, – აღნიშნა გიორგიმარგველაშვილმა.
ჟურნალისტები ამერიკა-საქართველოს და რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოთი, საქართველოშიუკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხითდაინტერესდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: BBC -ის, Reuters-ის, Associated France Press-ის (AFP), Anadolu Agency-ის, Al Jazeera-ს, ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების, RTVi-ს, Starvision-ის წარმომადგენლები.