ჰაკერი ინგლისური სიტყვიდან “hack” მომდინარეობს და გატეხვას, გაფუჭებას, გაჭრას ნიშნავს.
პირველად ეს ტერმინი 1960-იან წლებში გაჩნდა და ამის შემდეგ ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა გაუჩნდა.
გამოარჩევენ სამი ტიპის ჰაკერებს:
თეთრი ჰაკერი – თეთრი ჰაკერები მუშაობენ მფლობელებითვის რათა გააუმჯობესონ ან აღმოაჩინონ უსაფრთხოების სისუსტეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში. მწარმოებლებისთვის, რომლებიც აქტიურები არიან კომპიუტერულ თუ ნეტბაზარზე.
ნაცრისფერი ჰაკერები – ამ დარგის წამომადგენლები გახლავთ ორაზროვანი ჰაკერები. ისინი დგანან ლეგალურობისა და არალეგალურობის საზღვარზე. უმეტეს შემთხვევაში ისინი არიან გულახდილად ამღიარებლები თავიანთი ნამოქმედარის. მათ არალეგალურობის საზღვარზე მოხეტიალეებსაც უწოდებენ.
შავი ჰაკერები – ეს არის ჰაკერი რომელიც ამხობს კომპიუტერულ უსაფრთხოებას. ადამიანი რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს: (კომპიუტერს, ინტერნეტს) ვანდალიზმისთვის, ტერორიზმისთვის, ნგრევისთვის, თაღლითობისთვის, ქურდობისთვის და სხვა კრიმინალური ქმედებისთვის. ეს შეიძლება გამოიხატოს : დაშორებულ კომპიუტერებთან წვდომით, მათი ზომბირებით, დაცული ინფორმაციის მოპარვით, აგრეთვე პროგრამების გატეხვით. იგი მთელს ჰაკერულ წრეში ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად ითვლება სხვა ჰაკერული წარმოსადეგობებისგან განსხვავებით.