“ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას ოზურგეთში ქეთი ვასაძე უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ინფორმაცია”გურია ნიუსთან” საუბრისას გიორგი ღურჯუმელიძემ დაადასტურა.
საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსი მარი ჩხიკვიშვილი იქნება.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, ვინ უხელმძღვანელებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს.