ყოველი ცოცხალი არსება ათასობით სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების უნიკალურ ნაკრებს შეიცავს. ორგანიზმის არსებობა ამ ნივთიერებების ნორმალური შემცველობის და მათ ქიმიურ გარდაქმნებზეა დამოკიდებული. ხანგრძლივი ცვლილებები, ნივთიერებების ნორმალური შემცველობის თვალსაზრისით და ქიმიური პროცესების მსვლელობის დარღვევა, ორგანიზმის განადგურებით მთავრდება.
ქიმიური ელემენტების შემცველობის მხრივ, განსხვავება ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის არ შეიმჩნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალ ორგანიზმებში არ არის აღმოჩენილი რაიმე ისეთი განსაკუთრებული ელემენტი, რომელიც მხოლოდ მათში გვხვდება და არაცოცხალი სამყარო მას არ შეიცავს. თუმცა, ქიმიური ელემენტების რაოდენობრივი შემცველობის თვალსაზრისით, განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის ძალიან დიდია.
ცოცხალი ორგანიზმები ქიმიური ელემენტებიდან, დაახლოებით, 25-ს იყენებენ. მათ განსხვავებული რაოდენობით შეიცავენ სხვადასხვა ორგანიზმები. პირობითად, ამ ელემენტებს მეცნიერები ორ ჯგუფად _ მაკროელემენტებად და მიკროელემენტებად ყოფენ. მიკროელემენტებს იმ ელემენტებს იმ ელემენტებს უწოდებენ, რომელთა შემცველობა ორგანიზმში 0.1% აღემატება.
მიკროელემენტების ჯგუფში ის ქიმიური ელემენტებია გაერთიანებული, რომლებსაც ორგანიზმი 0.01-0.001%-ის ფარგლებში შეიცავს.
ძალზე მცირე, 0.000001%-ზე ნაკლები რაოდენობით შედის ცოცხალ ორგანიზმებში ოქრო, ვერცხლი, პლატინა. ამ ელემენტებს ზოგი მეცნიერი ცალკე, ულტრამიკრომოლეკულების ჯგუფში აერთიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმი მიკროელემენტებს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს ისინი უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.