საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-სთან თანამშრომლობის არსებით პაკეტს და სტატეგიული თანამშრომლობის პაკეტს აშშ-სთან.
”ნატოს და აშშ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს გამოყენების უფლება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
თავის მხრივ, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ნატო-სთან დაახლოება და საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს.