რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავს, სადაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა, რომელიც უკვე დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, დიპლომატები ვიზიტის დეტალებს აზუსტებენ.
ბოლოს ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.