„ჰარი პოტერის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი, რობერტ ჰარდი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მისი პერსონაჟი „ჰარი პოტერში“ კორნელიუს ფუჯი (ბრიტანეთის მაგიის მინისტრი) იყო.
ჰარდმა სცემაზე თამაში 1959 წელს, სხვადასხვა როლების შესრულებით დაიწყო.
მსახიობის ოჯახის წევრების თქმით, ჰარდმა 70-ზე მეტი წლის განმავლობაში, თეატრში, ტელევიზიასა და კინოში უზარმაზარი კარიერა გაიკეთა.