ბრიტანული პანკ ჯგუფის Peter & The Test Tube Babies-ის წევრი, პიტერ ბაიუოთერსი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მომღერლის თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან პრეზიდენტ ტრამპის სცენაზე რამდენჯერმე განსახიერების გამო დეპორტაცია მისცეს.
როგორც ცნობილია, ჯგუფი ფესტივალზე დასასწრებად ჩაფრინდა, რა დროსაც აეროპორტში პიტერ ბაიუოთერსი დააკავეს.
როგორც მომღერალი ამბობს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები 6 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ და იმ ფოტოებს აჩვენებდნენ, სადაც ტრამპს განასახიერებდა.
6 საათიანი დაკითხვის შემდეგ კი ლონდონში მიმავალ თვითმფრინავამდე მიაცილეს.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის წარმომადგენლის, ჯეიმი რუიზის განცხადებით, მომღერალს სავიზო დარღვევები ჰქონდა.
„განცხადება იმის შესახებ, რომ მომღერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის დაცინვის გამო არ შემოუშვეს სიმართლეს არ შეესაბამება. ის არ შემოუშვეს რადგან სავიზო დარღვევები ჰქონდა“,_აცხადებს რუიზი.
თუმცა მომღერლის განცხადებით მას ტელეფონი და პასპორტი ჩამოართვეს, დე-ენ-ემის ანალიზი აუღეს და ფოტოები გადაუღეს.
როგორც მომღერალი ჯგუფის ვებსაიტზე წერს, ტრამპი ზაფხულის ბოლოს კიდევ პრეზიდენტი იქნება, მაგრამ აშშ ტურნე ან ფესტივალი, შესაძლოა, არასდროს განმეორდეს“.