ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე GEM FEST-ზე დაუდგენელი ნივთიერების მიღების შედეგად ერთი ახალგაზდა ქალი გარდაიცვალა. ორი მამაკაცი კი ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.
ექიმების განცხადებით, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დრომდე უცნობია რა ნივთიერება მიიღეს ახალგაზრდებმა _ მედიკოსების განმარტებით, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
ისინი საავადმყოფოში წუხელ ღამით შეიყვანეს.
გარდაცვლილი ქალი 22 წლის იყო.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.