კალიფორნიაში მარიხუანას მწარმოებელმა კომპანიამ კანაფის მოყვანის მიზნით ქალაქის ყიდვა გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, კომპანია AMERICAN GREEN ქალაქი ნეპტონს 5 მილიონ დოლარად ყიდულობს.
გავრცელებული ცნობით, კომპანიას საკუთრებაში 120 ჰექტარი გადაეცემა, სადაც სასწავლო შენობა, სასტუმრო, მინერალური წყლის სააბაზანო და მაღაზია იქნება განთავსებული.
კომპანია ასევე ქალაქში ელექტრო ენერგიის განახლებას გეგმავს.
„კანაფის რევოლუციამ აღორძინება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო“,_ამბობს AMERICAN GREEN-ის პრეზიდენტი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკაში კალიფორნია მე-8 შტატია სადაც კანაფის მკურნალობის მიზნით გამოყენება ლეგალურია.
როგორც ცნობილია, ნეპტონი რომლის მოსახლეობაც 20 კაცამდეა კალიფორნიისა და ნევადას საზღვარზე მდებარეობს.
AMERICAN GREEN ქალაქში ტურისტების მოსაზიდად და მის ეკო ქალაქად გადასაქცევად 2.5 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.