UEFA-მ ვებ გვერდზე ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეების პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატების სია გამოაქვეყნა.
შერჩეულ 12 ფეხბურთელს შორის კი ტურნირის გასული სეზონის გამარჯვებული, „რეალ მადრიდი“ ლიდერობს.
UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სიაში „რეალ მადრიდის“ 6 ფეხბურთელი მოხვდა.
„გურია ნიუსი“ UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას გთავაზობთ:
მეკარეები :_ ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“) მანუელ ნოიერი („ბაიერნი“), იან ობლაკი („ატლეტიკო“);
მცველები:_ ლეონარდო ბონიჩი („იუვენტუსი“, ახლა „მილანი“), მარსელო („რეალ მადრიდი“), სერხიო რამოსი (რეალ მადრიდი“);
ნახევარმცველები :_ კაზემირო ( „რეალ მადრიდი“), ტონი კოროსი („რეალ მადრიდი“ ), ლუკა მოდრიჩი („რეალ მადრიდი“);
თავდამსხმელები _ პაულ დიბალა („იუვენტუსი“), ლიონელ მესი ( „ბარსელონა“), კრიშტიანუ რონალდუ (რეალ მადრიდი).
როგორც ცნობილია, 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოსავლენად UEFA-ს ჟიური 32 კლუბის მწვრთნელით და ევროპის სპორტული მედიის 55 ჟურნალისტითაა დაკომპლექტებული.
UEFA -ს ცნობით, ჟიურიში არ არიან იმ გუნდების მწვრთნელები, რომელი გუნდების ფეხბურთელებიც, შესაძლოა, საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
როგორც ცნობილია, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოება 24 აგვისტოს, მონაკოში გაიმართება.