ლანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მერობის კანდიდატად ამირან გიგინეიშვილი წარადგინა.
გიგინეიშვილი 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოში ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2013 წლიდან კი, ვადის ამოწურვამდე, იგი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მან ამ თანამდებობაზე რეზო ჩიტიძე ჩაანაცვლა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის პარტიულ სიას, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი მარშანიშვილი იქნება. სიაში მეორე ადგილს მერობის კანდიდატი ამირან გიგინეიშვილი დაიკავებს, ხოლო მესამე ნომერი ავთო სურმანიძე იქნება, რომელიც ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში აპირებს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლას.