ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთში პუტინის ვიზიტს ეხმაურება.
“ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, პუტინის ვიზიტს მიიჩნევს, როგორც არასათანადოს და შეუსაბამოს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებთან, რომლის მონაწილე რუსეთია.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და არ ცნობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადებას.
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, სამხედრო შეიარაღება გათვალისწინებულ პოზიციაზე დაააბრუნოს და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება”, _ ნათქვამია განცხადებაში.