ეგვიპტეში სამგზავრო მატარებლების შეჯახებას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
ეგვიპტის რკინიგზის ხელმძღვანელობის განცხადებით, ექსპრეს მატარებლები ერთმანეთს კაირო-ალექსანდრიის ხაზზე, ხურშიდის სადგურის მიმდებარედ შეეჯახნენ.
ამ დროისთვის მატარებლების შეჯახების გამომწვევი მიზეზი უცნობია.