შორენა კოხოძე, ჩოხატაური:
_ არ მქონია შეხება და ვერაფერს გეტყვით. სახეზეც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება.
ზვიად ირემაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ალბათ, უფრო დადებითად.
ელენე სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ პირადი შეხება არ მქონია, მაგრამ ცუდი არაფერი მსმენია. ვიცი, რომ რაიონში ყველა ღონისძიებას ესწრებოდა.
მაკა სახურია, ლანჩხუთი:
_ ძალიან ახლოს არ ვიცნობ სალუქვაძის საქმიანობას, მაგრამ რა ინფორმაციასაც ვფლობ, ვიცი, რომ მოტივირებული, ენერგიული და წესიერი მოხელეა. მმართველი გუნდის ერთგული და თანმიმდევრული ადამიანია, როგორც ვიცი.
გიგა ბზეკალავა, ლანჩხუთი:
_ მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და გურიაში ყველა გუბერნატორის დანიშვნისას მთავრობა ამის დაპირებას იძლევა, მაინც ვფიქრობ, რომ გია სალუქვაძის მუშაობა დადებითად შეფასებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, მეტი რომ უნდა კეთდებოდეს, ამაზე არც ვდაობთ.
სიმონ ასიეშვილი, ჩოხატაური:
_ ან ძველს რა მნიშვნელობა აქვს, ან ახალს? საერთოდ, რა ფუნქციები აქვს გუბერნატორს?!
თეიმურაზ ჩხიკვიშვილი, ჩოხატაური:
_ აკეთებდა ეგ ადამიანი რამეს? მე არ გამიგია და კომენტარი როგორ გავაკეთო!
ლევან მგელაძე, ოზურგეთი:
_ სიმართლე გითხრათ, არადამაკმაყოფილებლად. ამ პოსტზე ყოფნას რაიმე პოზიტიური რეგიონისთვის და მოსახლეობისთვის (თუ არ ჩავთვლით პიარს ინვესტორებთან შეხვედრებისა და არაფრის მთქმელ მოლაპარაკებებს) არ მოუტანია.
თამაზ ქანთარია, ლანჩხუთი:
_ ფეხბურთში ის მსაჯია დაფასებული, რომელიც მოედანზე ყურადღებას არ იმსახურებს, ანუ შეცდომებს არ უშვებს. შესაძლოა, ცუდი შედარებაა, მაგრამ გუბერნატორიც ერთგვარი მედიატორია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და რადგან სალუქვაძე “არ ჩანდა” და ღია არც სახელისუფლებო დაპირისპირება იყო, მოვალეობისთვის, ალბათ, კარგად გაურთმევია თავი.
რომან ბიწაძე, ლანჩხუთი:
_ პარლამენტის თავმჯდომარეს უმეტეს შეფასებებში არ ვეთანხმები. მას ამჯერად სიმართლე წამოცდა, როცა ბრძანა: “დამთავრდა ის დრო, როდესაც გუბერნატორები რეგიონებში კომისრის როლს თამაშობდნენ”. დიახ, ის იყო კომისარი, რომლის მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტი საარჩევნოდ დიდ სარგებელს ვერ მოუტანდა “ოცნებას”. ამიტომ წინასაარჩევნოდ აუცილებელი გახდა მისი შეცვლა. სალუქვაძის გუბერნატორად დანიშვნით გურია არ აყვავებულა და არც მისი განთავისუფლებით დაეტყობა უკუსვლა.
ემზარ ლომჯარია, ოზურგეთი:
_ არც ცუდად, არც კარგად _ საშუალოდ.
ლენა ქადეიშვილი, ოზურგეთი:
_ კარგად ვაფასებ. ცუდი არაფერი გამიგონია.
მაგული ირემაძე, ოზურგეთი:
_ განსაკუთრებული არაფერი გამიგია, ცუდს ვერ ვიტყვი.
ავთო გოგოტიშვილი, ოზურგეთი:
_ ძალიან დადებითად. კარგი ხელმძღვანელი და კარგი ადამიანია.
ნადეჟდა ბრილიოვა, ოზურგეთი:
_ კარგად ვაფასებ. მინდა ყველაზე ასე კარგი მესმოდეს.
ზურაბ მენაბდე, ოზურგეთი:
_ ნორმალურად ვაფასებ _ ცუდი არაფერი გამიგია.
ბიძინა აროშიძე, ოზურგეთი:
_ კარგად ვაფასებ. სხვაზე მეტს კიდევ გააკეთებდა. ისე კი, დაიმახსოვრონ, რომ ადგილობრივი კადრი სჯობს ხელმძღვანელად, ვიდრე ჩამოსული.
ლაშა კალანდარიშვილი, ოზურგეთი:
_ “სასწაული” არაფერი გაუკეთებია, საშუალოდ ვაფასებ, ცუდი არ მსმენია მასზე.
დომენტი სურგულაძე, ოზურგეთი:
_ ნორმალურად შევაფასებდი. რაც შეეძლო, აკეთებდა.